
ადიგენის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოფლების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია
27/05/2022 08:54:08 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების - უდის, შოლავერის, დიდი სმადის შიდა საუბნო გზებისა და საირმე - ჭელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ- მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი, ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ანტონ გელაძე.
პროექტის ფარგლებში გზის მონაკვეთებზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 611 282 ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.