
ადიგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს
27/05/2022 08:58:28 რეგიონები, რეკლამა
ადიგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.
დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა თასი 2022-ის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა.
ადიგენის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა საზეიმო ღონისძიება, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ადიგენის მოსახლეობას და სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა მიულოცეს, რის შემდეგაც, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით დაიწყო კონცერტი. ღონისძიების პარალელურად მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ადიგენის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა. ადიგენელი მაყურებლის წინაშე წარდგნენ, მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი, ბენდთან ერთად.