Accentnews.ge
"ახალი დერეფნების განვითარება შესაძლებელია" – რას სთავაზობს რეგიონი დასავლეთს

"ახალი დერეფნების განვითარება შესაძლებელია" – რას სთავაზობს რეგიონი დასავლეთს

27/05/2022 10:23:38 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული კავშირების გაძლიერებას.

ამ კონტექსტში მან მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობისათვის.

ამასთან, სამხარაძემ რეგიონის სამი ქვეყნების შესაძლებლობას გაუსვა ხაზი, დაეხმაროს ევროპას რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში:

"იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, სწორედ ამ სამი ქვეყნის დახმარებით, შესაძლებელია ახალი ენერგომომარაგების და სატრანზიტო დერეფნების განვითარება, რითაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დასავლეთისთვის, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდება".

იხილეთ ასევე: რუსული გაზისგან ევროპის ჩახსნა: აზერბაიჯანის პოტენციალი და საქართველოს ინტერესები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S