
ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს
27/05/2022 13:15:04 სამართალი
ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი ინფორმაცია უცნობია.