გახარია: "ივანიშვილის დასანქცირება ხელისუფლების დასანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია"
27/05/2022 20:11:41 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერ–მინისტრის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას აზრით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, ამიტომ, ეს ნაბიჯი მისთვის მიუღებელია.
მისი თქმით, "ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინ არის საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაციის პირამიდის თავში" და "ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის სანქცირება"
"ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის სანქცირება.
თქვენ ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ, დელიკატურობას ვიცავთ, გვგონია, რომ მართლა პრემიერი პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეა. ომმა ბევრი რამ შეცვალა, ახლა ეს ბევრს ჯერ გააზრებული არ აქვს. ომმა პოლიტიკა უაღრესად რეალური გახადა და ამ რეალურ პოლიტიკაში ყველას ძალიან კარგად ესმის აღქმების დონეზე საქართველოში რა ხდება, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც" - თქვა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.
იხილეთ ასევე: მმართველი გუნდი ივანიშვილის ფინანსების სადარაჯოზე: ახლოვდება სანქციები?


