
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27/09/2019 10:54:40 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ, სამხედრო მოსამსახურეებმა და კადეტებმა. მათ ქუთაისში მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.