
პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით მიღებულ კანონს ხელი მოაწერა
28/05/2022 14:57:38 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების" შესახებ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აიღონ რუსეთის მოქალაქის პასპორტიც, ე.წ. ოსური პასპორტის შენარჩუნებით.
შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021