Accentnews.ge
თბილისი პრაიდი:"Მოვუწოდებთ შსს-ს, ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის სასტიკი გამოვლინება"

თბილისი პრაიდი:"Მოვუწოდებთ შსს-ს, ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის სასტიკი გამოვლინება"

29/05/2022 16:01:25 სამართალი

თბილისი პრაიდის განცხადებით, ტრანსგენდერ ქალებზე მორიგი თავდასხმა მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, მყისიერად და ეფექტურად გამოიძიოს ტრანსფობიის სასტიკი გამოვლინება და უზრუნველყოს თავდასხმის მსხვერპლი ტრანსგენდერი ქალების უსაფრთხოების დაცვა.

გარდა ამისა, მიმართავს პროკურატურას, სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას მხედველობაში მიიღოს გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც სავარაუდო დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.

"2022 წლის 29 მაისს, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში 30-მდე მამაკაცი აგურებითა და ქვებით ჯგუფურად დაესხა თავს.

თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს ტრანსგენდერ ქალებზე, ასევე სახლის მესაკუთრეზე და დააზიანეს მათი საცხოვრებელი სახლი. თავდასხმის დროს, ტრანსგენდერი ქალების მისამართით ისმოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. არსებობს ეჭვი, რომ ჯგუფური თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული.

ეს არ არის ტრანსფობიური მოტივით და გენდერული ნიშნით თავდასხმის ერთეული შემთხვევა. Ძალადობასთან გამკლავება ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

ეს ყველაფერი მოძალადეების დაუსჯელობისა და ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ თემის წევრების წინააღმდეგ წახალისებული ძალადობის გამოძახილია. Სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია Ჰომოფობიისა და ტრანსფობიის აღმოფხვრისაკენ მიმართული პოლიტიკა, რის გამოც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეუძლებელი ხდება.

მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, კიდევ უფრო აშკარაა, რომ კრიტიკულად Მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ლგბტქ+ ადამიანებისთვის. სივრცე, რომელიც აუცილებელია ფიზიკური ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით [ჯგუფურად სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ] დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S