Accentnews.ge
პრეზიდენტი:"კიევის მომავალი ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია"

პრეზიდენტი:"კიევის მომავალი ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია"

29/05/2022 16:37:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„გილოცავთ კიევის დღეს! 1 540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია. ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 29 მაისს უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება. კიევის დღე პირველად 1982 წელს, ქალაქის 1 500 წლის იუბილეზე აღინიშნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S