
15 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობისთვის მისი თანატოლი დააკავეს
31/05/2022 06:40:34 სამართალი
თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობისთვის მისი თანატოლი ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
"გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მეტრომშენში დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური და რამდენიმე წუთში ავტოსადგომებიდან გამოიყვანეს დაჭრილი მოზარდი.
დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა.