Accentnews.ge
მეორე სასწავლო კურსის კადეტმა ალექსანდრე გვაზავამ მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გაიმარჯვა

მეორე სასწავლო კურსის კადეტმა ალექსანდრე გვაზავამ მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გაიმარჯვა

29/05/2022 14:27:06 თავდაცვა, რეკლამა

მეორე სასწავლო კურსის კადეტმა ალექსანდრე გვაზავამ მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გაიმარჯვა.

"პროგრესის ტრამპლინი"- ამ სახელწოდებით, გეოგრაფია-ტურიზმის სექციაში წარდგენილმა ნაშრომმა კადეტ ალექსანდრე გვაზავას წარმატება მოუტანა და პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. კადეტის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი მურმან სურმავა.

წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმიდან სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობა ორმა კადეტმა: ალექსანდრე გვაზავამ და თომა გოგიაშვილმა მიიღო. მათ ნამუშევრები გეოგრაფია-ტურიზმის სექციაში წარადგინეს, კონფერენციის შესარჩევი ეტაპები წარმატებით გაიარეს და დასკვნით ფინალურ ეტაპზე საკუთარი ნაშრომები მაღალ დონეზე წარადგინეს.

"მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს" - ნაშრომის ავტორი, კადეტი თომა გოგიაშვილი ეროვნული სასახლის სიგელით დაჯილდოვდა. მას ფასილიტაციას მასწავლებელი ია დანელია უწევდა. კონფერენციაში, რომელსაც ეროვნული სასახლე ხელმძღვანელობდა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ერთი თემის: "მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა" ირგვლივ მოსწავლეებს თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები შეეძლოთ ათი სხვადასხვა სექციიდან მათთვის სასურველ სექციაში წარედგინათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S