
პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი "ელჩი" დანიშნა
31/05/2022 16:37:36 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ "ელჩად" მიხაილ შურგალინი დანიშნა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
შურგალინი მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.
ე.წ. ელჩის თანამდებობას 2018 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე ალექსეი დვინიანინი იკავებდა.