Accentnews.ge
თურქეთში შესასვლელად „პისიარ“ ტესტი საჭირო აღარაა

თურქეთში შესასვლელად „პისიარ“ ტესტი საჭირო აღარაა

01/06/2022 08:43:58 სამართალი

თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად „პისიარ“ ტესტებზე მოთხოვნას აუქმებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების შეფასებით, პირველი ივნისიდან ქვეყანაში ნებისმიერი საგამშვებო პუნქტიდან შესვლისას არ იქნება საჭირო 72 საათით ადრე აღებული „პისიარ“ ტესტის და 48 საათით ადრე აღებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა“, – ნათქვამია სამინიტროს განცხადებაში.

ამასთან, მედიის ცნობით, 29 მაისს თურქეთის ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების გარდა, ყველგან გააუქმა პირბადის სავალდებულო ტარება. გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლების ფონზე მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S