Accentnews.ge
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი: "სუიციდთან გვაქვს საქმე"

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი: "სუიციდთან გვაქვს საქმე"

01/06/2022 09:38:48 სამართალი

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ავთანდილ გალდავამ.

გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ცნობისთვის: ილია ელოშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S