Accentnews.ge
ჯიშკარიანი – სააკაშვილზე: "ვფიქრობთ, ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების მოთხოვნის"

ჯიშკარიანი – სააკაშვილზე: "ვფიქრობთ, ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების მოთხოვნის"

01/06/2022 09:48:53 სამართალი

"ვფიქრობთ, ჩვენი დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების მოთხოვნის", – ამის შესახებ ცენტრის „ემპათია“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ექს–პრეზიდეტნ მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების ჯგუფის შესვლამდე განაცხადა.

მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, პირველ ჯერზე კლიიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტთან ერთი ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი და 2 ფსიქიატრი შევა:

"დღეს განხორციელდება პირველი ვიზიტი. ერთი ნევროლოგის, ენდოკრინილოგის, 2 ფსიქიატრის მონაწილეობით ვიზიტი, შემდგომში დაგეგმილია სხვა ექსპერტების მონაწილეობით ვიზიტი. ასევე შესაძლებელია, გაფართოვდეს ექსპერტთა ჯგუფი, საჭიროებებიდან გამომდინარე".

იგი არც უცხოელი ექსპერტების ჩართვას გამორიცხავს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის დადებენ საბოლოო დასკვნას. თავად ეს დასკვნა კი მისი ვარაუდით, უნდა გახდეს სასჯელის გადავადების მოთხოვნის საფუძველი.

"ვფიქრობთ, რომ ეს დასკვნა უნდა გახდეს საფუძველი სასჯელის გადავადების მოთხოვნის და ამ მიმართულებით იქნება მსჯელობა დასკვნაში" - ამბობს ჯიშკარიანი.

"ემპათიას" ექსპერტები "ვივა მედში" დღეს 14:00 საათისთვის შევლენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S