
2022 წლის I კვარტალში საქართველომ "JAVELIN"-ების ახალი პარტია მიიღო
01/06/2022 14:09:25 თავდაცვა
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ 2022 წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "Javelin"-ის ახალი პარტია მიიღო.
„2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით უკვე შეისყიდა JAVELIN-ების დამატებითი პარტია. ამჟამად აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, მათ შორის, ბრიგადების დაკომპლექტება, სადაზვერვო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება, საარტილერიო სისტემების განახლება და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებში ჩართვა“, –ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.