
პუტინის მხარდამჭერი ჯგუფი საქართველოში კონცერტის გამართვას გეგმავს
20/05/2019 13:44:57 სხვა, საზოგადოება
ბათუმში, კლუბში „UP2U“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის „A Studio“ კონცერტი იგეგმება.
კონცერტი 27 ივლისს გაიმართება. საქართველოში ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
ცნობისთის: „A Studio“-ს სოლისტი 10 წელზე მეტია, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაა. თოფურია სცენაზე რუსი ჯარისკაცის ფორმითაც გამოსულა.
2018 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ქართველი მომღერალი პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა: