
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ
02/06/2022 16:57:20 კონფლიქტები
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჟენევის დისკუსიის ფორმატი შეჩერებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
ეს მიმდინარე წელს თანათავმჯდომარეების პირველი სამუშაო შეხვედრაა ცხინვალში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. გაურკვეველია თარიღიც, როდის აღდგება მოლაპარაკებები.
“გროვდება გადასაჭრელი საკითხები, თუმცა ჟენევის დისკუსიებს ანალოგი არ აქვს, მისი როლი უსაფრთხოების შენებაში შეუფასებელია. თავად ამ ფორმატის არსებობა რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას ნიშნავს”, - განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენელმა კონსტანტინ კოჩიევმა.