Accentnews.ge
მდ. გეთისწყალზე შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

მდ. გეთისწყალზე შემოვლით გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

06/06/2022 13:03:33 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, მდ. გეთისწყალზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილია დროებითი შემოსავლელი გზა, სადაც მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, მდ. გეთისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი დაზიანდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S