Accentnews.ge
პოლიტიკოსებზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

პოლიტიკოსებზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

06/06/2022 17:38:53 სამართალი

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

შსს–ს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ირაკლი ხომასურიძეა.

ცნობისათვის: „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი მამაკაცი თავს დაესხა პოლიტიკური მოსაზრებების გამო.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ის და ხათუნა სამნიძე რუსთაველის გამზირზე თავდასხმის საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

"ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. უღრმესი მადლობა ასეთი საყოველთაო მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების",- წერს დავით ბერძენიშვილი Facebook-ზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S