
ბერი ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს
06/06/2022 20:01:11 სამართალი
წარსულში ძალადობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევი ბერი გერმანე კვარაცხელია ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს,- იუწყება "რუსთავი 2".
"კურიერის" ინფორმაციით, ის თემქაზე ყოფილ მეუღლეს თავს ქუჩაში, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დაესხა და დანით ემუქრებოდა. ქალმა პოლიციის გამოძახება მოასწრო, ბერი ადგილზე დააკავეს.
ბრალდებული ბერის საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 20 ივლისს დაიწყებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.