Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება

30/09/2019 09:40:25 სხვა, თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 35 მლი ლარით გაიზრდება. 

ღარიბაშვილის თქმით, 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ხელფასების ზრდაზე – 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება ხელფასები წოდებების მიხედვით. 

“ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მლნ ლარით. გასულ წელს იყო 820 მილიონი ლარი, წელს არის 845 მილიონი ლარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზეც და ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესაბაზე: 

„გვინდა რომ 2020 წელს მაქსიმალურად გავზარდოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ სამხედრო ბაზების, ყაზარმების, ტუალეტების, საშხაპეებისა და სასადილოების განახლება". 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მრეწველობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი მისი მინისტრობის პერიოდში:

„ადგილობრივი წარმოების დაწყება, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ სხვა ფორმატში. ასევე, გვექნება მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც წარმოგიდგენთ, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ განათლების მიმართულებით და ასევე, კიბერუსაფრთხოებაში გვექნება ზრდა. გვინდა, დავამუშაოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარი ფრონტ-ოფისის გამოტანას, სამინისტროს ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს ძალიან საწყისი იდეაა, ამაზე გვექნება კონსულტაციები თქვენთან და მთავრობის ფორმატში. ეს ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას და წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მინისტრობის და ზოგადად, ჩვენი მთავრობის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S