
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება
07/06/2022 06:24:16 კონფლიქტები
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 107-ე შეხვედრა გაიმართება.
ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს დააყენებს.
ამასთან, განიხილავენ ე.წ. ბორდერიზაციის თემას, ჰუმანიტარულ საკითხებსაც, რომელთა შორის ერთ-ერთი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვაა.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 7 მოქალაქე უკანონოდ იმყოფება.