Accentnews.ge
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში  ნორჩ მკითხველებთან გასართობ-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში  ნორჩ მკითხველებთან გასართობ-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

01/06/2022 16:34:06 რეგიონები, რეკლამა

1 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა გასართობ-შემეცნებითი შეხვედრა ნორჩ მკითხველებთან.

შეხვედრაში მონაწილეობა პირველი საჯარო სკოლის მე-3 ბ კლასის (დამრიგებელი შორენა გოგალაძე) და მისაქციელის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს (დამრიგებელი ნინო ჩაჩანიძე).

ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოსწავლეებს ესაუბრენენ ამ დღის მნიშვნელობაზე და გააცნეს მათი უფლებები. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი, გამოფენები, ყურადღებით გაეცნენ ბიბლიოთეკის მომსახურების წესებს და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S