
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მცხეთის ცენტრალურ სკვერში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
01/06/2022 18:45:08 რეგიონები, რეკლამა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით მცხეთის ცენტრალურ სკვერში გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიება.
საბავშვო გასართობი პროგრამა დატვირთული იყო აქტივობებით: ცირკი ,,შაპიტო”, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი,კარაოკე, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი-გასართობი და შოუ პროგრამა, მხიარული მასტერკლასი, ანიმატორები, მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი (პედაგოგი ნინო გოგოლაშვილი).
ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ გასართობ ღონისძიებებში. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღემ საინტერესოდ, ხალისიანად, თბილ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა.