Accentnews.ge
რა ქონებას ფლობს უკრაინის პრეზიენტი საქართველოში

რა ქონებას ფლობს უკრაინის პრეზიენტი საქართველოში

20/05/2019 14:58:00 სხვა, მსოფლიო

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უძრავ ქონებას საქართველოშიც ფლობს. კერძოდ, როგორც მისი 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ გამოქვეყნდა, ის 10 ოთახს ფლობს საქართველოში მშენებარე სასტუმროში. 

გარდა ამისა, პრეზიდენტი და მისი მეუღლე კიევში ფლობენ 4 ბინას, 

სახლს და მიწის ნაკვეთს, ორ არასაცხოვრებელ ფართს, ორ საპარკინგე ადგილს, ორ სახლს იტალიაში და ორ ბინას იჯარით დიდ ბრიტანეთში.

პრეზიდენტს დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს ანექსირებულ ყირიმში არსებული ქონება. კერძოდ, ბინა და საპარკინგე ადგილი. 

ცნობისთვის: უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 30 აპრილს გაიმართა, იუმორისტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმათა უმრავლესობით, 73,22%-ით გაიმარჯვა. მისი ინაუგურაცია 20 მაისს შედგა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S