Accentnews.ge
თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკალური კონკურს-ფესტივალი’’ ჩატარდა

თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკალური კონკურს-ფესტივალი’’ ჩატარდა

07/06/2022 11:52:59 რეგიონები, რეკლამა

3-6 ივნისს, ქ. თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩატარდა ,,შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკალური კონკურს-ფესტივალი’’.

აღნიშნულ კონკურს-ფესტივალში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ ლაშაური -სოლო სიმღერა- II ადგილი (პედაგოგი - თინა ივანოვა, კონცერტმეისტერი - დიანა ბოლქვაძე). მარიამ ალიბეგაშვილი - სოლო სიმღერა - დიპლომი (პედაგოგი - თინა ივანოვა, კონცერტმეისტერი - დიანა ბოლქვაძე). ალექსანდრე ვაჭარაძე - ფორტეპიანო-III ადგილი (პედაგოგი - ნუცა მამაცაშვილი). მათე ფიფია - ფორტეპიანო - დიპლომი ( პედაგოგი - დიანა ბოლქვაძე).

"წელს ფესტივალს საქართველოდან 250-ზე მეტი მონაწილე ყავდა, 9 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა თურქეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან და გერმანიიდან. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიების მიზანია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაცია. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი ულოცავს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს ფესტივალში წარმატებით მონაწილეობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!" - აცხადებენ მულტიფუნქციურ ცენტრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S