Accentnews.ge
“აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო” – NSDS

“აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო” – NSDS

08/06/2022 12:09:22 კავკასია

აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭო [NSDS], რომელიც ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებს აერთიანებს, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეპრესიების ტალღის შესახებ იუწყება. განცხადებას წინ უძღოდა განჯაში პარტია „სახალხო ფრონტის“ აქტივისტის რაზ ალიშოვის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავება.

როგორც NSDS აღნიშნავს, აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოები ხშირად აპატიმრებენ პოლიტიკურ აქტივისტებს მსგავსი ბრალდებით და რაზ ალიშოვი „ამ მანკიერი პრაქტიკის მორიგი მსხვერპლია”.

მათი ხედვით, აღნიშნული "ქეისი" ადასტურებს, რომ მმართველი რეჟიმი არ აპირებს საკუთარი მეთოდების შეცვლას და უარის თქმას რეპრესიებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე.

აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭო საუბრობს ბოლო დროს სხვა პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებზეც. მათ შორის, საუბარია მუსლიმური ერთობის მოძრაობის წარმომადგენელებზე, გერმანიიდან დეპორტირებულ აქტივისტებზე.

NSDS მიიჩნევს, რომ დემოკრატიულმა სამყარომ აღარ უნდა დახუჭოს თვალი აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმის სასტიკ რეპრესიებზე “ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის” საბაბით და სხვა ცრუ არგუმენტებით, ხოლო ხალხი რეპრესიის მსხვერპლთა დასაცავად უნდა გამოვიდეს უფრო მასიურად და არჩევნების გზით სხვა, დემოკრატიული გზა აირჩიოს.

აზერბაიჯანში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსები, აქტივისტები, უფლებამდამცველები, ჟურნალისტები ხშირად ხდებიან დევნის მსხვერპლნი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S