Accentnews.ge
ელისაშვილი - თავდაცვის მინისტრს: "რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ?"

ელისაშვილი - თავდაცვის მინისტრს: "რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ?"

09/06/2022 13:26:39 პოლიტიკა, თავდაცვა

"რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?", - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “ლენდ ლიზი“ ისტორიული შესაძლებლობაა.

“ძალიან იშვიათად ხდება - ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, - მიმართა ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბურჭულაძეს.

ამასთან, მან განაცხადა, რომ “გამაოგნებელი არხეინობაა რეზერვთან დაკავშირებით“.

“იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს მოხდა, რაც ყარაბაღში მოხდა და რაც უკრაინაში მოხდა, შარშან რომ რეზერვში 800 კაცი მოვამზადეთ, ეს კატასტროფაა. ყველას პატივი, ვინც წვრთნა გაიარა, მაგრამ ასჯერ და ათასჯერ მეტად არის ძალისხმევა გასაზრდელი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც დეუტატმა აღნიშნა, გასაძლიერებელია მოხალისეთა კომპონენტი:

"თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული გვარდია ტერიტორიული თავდაცვის ძალების მომზადებას ძალიან ენერგიულად უნდა ახორციელებდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S