Accentnews.ge
"ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტების რისკისგან"

"ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტების რისკისგან"

09/06/2022 13:37:22 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ის, რომ საქართველო „ვერ ეხმარება უკრაინას იარაღით“, საქართველოს აზღვევს ახალი კონფლიქტების რისკისგან.

„მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატო–სთან ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება. პირადად მე ოთხჯერ ვმონაწილეობდი ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციასაც. მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტების რისკისგან“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. შეხვედრის მასპინძელი აშშ იყო. მინისტერიალს ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ალიანსის 14 არაწევრი სახელმწიფოს მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველო ამ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S