Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრი ელისაშვილს პასუხობს:  "ლენდ–ლიზი" განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის"

თავდაცვის მინისტრი ელისაშვილს პასუხობს:  "ლენდ–ლიზი" განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის"

09/06/2022 14:51:10 თავდაცვა

"ლენდ–ლიზი" განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის", – ასე პასუხობს თავადაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვას, თუ "რატომ არ ითხოვს ხმამაღლა საქართველო, რომ “ლენდ –ლიზის“ პროგრამას თავადაც შუერთდეს".

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"ლენდ–ლიზი" განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის. თუმცა მე აღვნიშნე უკვე რა პროგრესი გვაქვს დახმარების მიმართულებით 2021–დან 2022 წლამდე. აშშ–ის მხრიდან დახმარება გაორმაგდა. პირველი პრეცედენტია, როდესაც ევროკავშირმა გამოყო დახმარება. ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს კავშირი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ დახმარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ–სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას", – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე ელისაშვილმა მინისტრს შემდეგი კითხვით მიმართა: "რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ “ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ? ძალიან იშვიათად ხდება - ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S