
"ვმკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ მებრძოლებს"
09/06/2022 15:07:38 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამინისტრო საქართველოში მკურნალობს უკრაინელ დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს.
„წეროვანის ცენტრს არ აქვს ანალოგი რეგიონში, ჩვენ ვემსახურებით როგორც ქართველ დაჭრილ-დაშავებულებს, ასევე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან სამხედროებს. სულ ახლახან მივიღეთ უკრაინიდან სამხედროები, რომელთაც ვემსახურებით ისე, როგორც ქართველ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს“, — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია იმ სამხედროთა რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას საქართველოში გადიან.