
"ჩვენს ხელისუფლებას არასდროს ექნება გეგმა, სოხუმის და ცხივალის მიმართ განახორციელოს არამეგობრული ქმედება, ამის გარანტიას გაძლევთ"
09/06/2022 15:55:18 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ხელისუფლებას არასდროს ექნება გეგმა, სოხუმის და ცხივალის მიმართ განახორციელოს არამეგობრული ქმედება". ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"ჩვენ ინსტიტუციონალურად, ესეც არ არის მარტო ჩვენი შეფასება, ვართ ყველანაირად მზად, რომ ხვალ გავხდეთ ნატო–ს წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ შესაძლებლობებით, შეიარაღებით, რაც გაგავაჩნია, თუმცა კოლექტიური თავდაცვა შემდგომში ამასაც მოიცავს. შესაბამისად, ჩვენ არ აქვს ალტერნატივა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას არასდროს ექნება გეგმა სოხუმის და ცხივალის მიმართ განახორციელოს არამეგობრული ქბედება. ამის გარანტიას გაძლევთ", – განაცხადა მინისტრმა.