Accentnews.ge
აფხაზეთი იემენთან დიპურთიერთობების შესაძლო დამყარების შესახებ იუწყება

აფხაზეთი იემენთან დიპურთიერთობების შესაძლო დამყარების შესახებ იუწყება

09/06/2022 23:42:18 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში ბაგრატ ხუტაბა ირწმუნება, რომ იემენმა სოხუმს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა. ხუტაბას განცხადებას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაც, რომელმაც "იემენში არსებულ რთულ ვითარებაზე" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "მიღებულია გადაწყვეტილება საკითხის გადავადების შესახებ".

«ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართალსუბიექტობის აღიარების მისაღწევად. მადლიერები ვართ იემენისა დიალოგისთვის. ეს ქვეყანა, როგორც ცნობილია, სირთულეებს განიცდის. შევთანხმდით, მოვიცადოთ, სანამ ვაწარმოებთ ბაზის ფორმირებას დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად», – აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, აფხაზეთი "ავითარებს აქტიურ და დაინტერესებულ დიალოგს პარტნიორებთან, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ გააჩნია». "საუბარია ათობით სახელმწიფოზე, რომელთა ნაწილი ამასწინათ მოსკოვში გამართულ აფხაზურ ფორუმში მონაწილეობდა" - აღნიშნა არძინბამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ 12 სახელმწიფოს, რომლებმაც გაერო-ს გენასამბლეაზე ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ ქართული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ესენია: რუსეთი, ბელარუსი, ბურუნდი, ჩინეთი, კუბა, ლაოსი, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა და ზიმბაბვე.

«ამ ქვეყნებთან ერთად განვაგრძობთ სვლას მრავალპორალური და სამართლიანი მსოფლიოს ასაშენებლად, რომელშიც მცირე ხალხებისა და ერების უფლებებიც იქნება გათვალისწინებული" - დასძინა არძინბამ.

ცნობისთვის: იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა და ჰუსიტების მოძრაობა 2014 წლიდან, როცა ჰუსიტებმა დედაქალაქი სანა დაიკავეს, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. 2015 წელს საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთის თაოსნობით ამ კონფლიქტში ჩაება და დევნილ პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მხარე დაიკავა. დაპირისპირებას უკვე შეეწირა ათიათასობით ადამიანი. გაერო იემენში შექმნილ ვითარებას ერთ-ერთ უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S