ითამაშეთ და გამოიმუშავეთ ფული – ქართული NFT პროექტი

10-06-2022 14:29:57 ეს საინტერესოა ,რეკლამა

ქართული NFT თამაში. ითამაშე და გამოიმუშავე თანხა.

CryptoPrison — ასე ჰქვია ქართველების მიერ შექმნილ P2E (play-2-earn – ითამაშე რომ გამოიმუშაო) NFT ონლაინ სამაგიდო თამაშს RPG ელემენტებით. თამაშის შემქმნელების თქმით, ის მოთამაშეებს სიამოვნების მიღებისა და გართობის გარდა, თანხის გამომუშავების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პირველ სეზონში წარმოდგენილია 3 პერსონაჟი: მეამბოხე ჯონი (Rebel Johnny), მეცნიერი ბაბუა (Scientist Gramps) და „გაფრენილი“ კევინი (Pothead Kevin). თითოეული მათგანისთვის 3333 უნიკალური ვიზუალი შეიქმნა და მოთამაშეები მათ NFT-ების სახით იყიდიან. ცხადია, კონკრეტული ვიზუალის მქონე პერსონაჟები ერთმანეთისგან განსხვავებულ მახასიათებლებს მოიცავენ. ამასთან, თამაში ორ რეჟიმში მოქმედებს: 1) სოლო, როცა მომხმარებლები ხელოვნურ ინტელექტს ეთამაშებიან და 2) PVP არენა, სადაც რამდენიმე ადამიანი ერთად თამაშობს და ერთმანეთისთვის დამატებით დაბრკოლებას ქმნიან.მარტივად რომ აღვწეროთ, თამაშის ძირითად მიზანია ციხიდან გაქცევაა. იმის მიხვედით, თუ რა ადგილზე გავა მოთამაშე, დაერიცხება სპეციალური in-game ტოკენი, კრიპტოვალუტა რომლის რეალურ ფულში კონვერტირება იქნება შესაძლებელი. მოგროვილი თანხის განაღდების გარდა, შესაძლებელი იქნება ტოკენების თამაშშივე გამოყენება, სხვადასხვა ბენეფიტის მისაღებად თუ სხვა მოთამაშეებთან გადასაცვლელად.

გარდა ამისა, დიდი მოთხოვნის საფუძველზე, პლატფორმას კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციონალი ექნება: NFT გაქირავების სისტემა, რომელიც NFT-ის მფლობელებს მისცემს შესაძლებლობას, გააქირაონ ნაყიდი NFT იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც სურთ თამაშით ფულის მოპოვება. ასეთი სისტემა მომგებიანი ორივე მხარისთვის: მოთამაშეს არ უწევს NFT-ის ყიდვა რომ გამოიმუშაოს თანხა, ხოლო NFT მფლობელი არაფრის კეთებით მიიღებს პასიურ შემოსავალს.

„შეგეძლებათ, თქვენი NFT განათავსოთ გასაქირავებლად. მოთამაშე კი მას შემდეგ, რაც მას იქირავებს, გამომუშავებული თანხიდან პროცენტი თქვენც დაგერიცხებათ. შესაბამისად, პერსონაჟის მფლობელებს პასიურად შეეძლებათ თანხის მიღება, მოთამაშე კი ყიდვის გარეშე ჩაერთვება თამაშში“, — ამბობენ თამაშის შემქმნელები.

საგულისხმოა, რომ თამაშის კონცეფცია სიმბოლურად რეალური ცხოვრების პრინციპებს მიემართება… უფრო კონკრეტულად, ციხიდან გაქცევის იდეა იმ აზრს გამოხატავს, რომ ადამიანს შეუძლია, სხვადასხვა შინაგანი თუ გარე დამაბრკოლებელი ფაქტორებისგან გათავისუფლდეს. ციხიდან გაქცეული პერსონაჟები კი ერთგვარ თავისუფლებას იგრძნობენ.

„შეგეძლებათ, თქვენი NFT განათავსოთ გასაქირავებლად. მოთამაშე კი მას შემდეგ, რაც მას იქირავებს, გამომუშავებული თანხიდან პროცენტი თქვენც დაგერიცხებათ. შესაბამისად, პერსონაჟის მფლობელებს პასიურად შეეძლებათ თანხის მიღება, მოთამაშე კი ყიდვის გარეშე ჩაერთვება თამაშში“, — განმარტავს მიკიბო, არტ დირექტორი

16 ივნისს CryptoPrison სხვა წარმატებულ ქართულ NFT პროექტებთან ერთად, DeGameFi-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებს სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე, მათ შორის იმაზე, თუ რაში მდგომარეობს P2E თამაშების ძირითადი კონცეფცია, რა პრობლემები არსებობს დღესდღეობით GameFi ბაზარზე და ა. შ. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.CryptoPrison ოფიციალური ბმულები:

Website: https://cryptoprison.io

Discord: https://discord.gg/cryptoprison

Twitter: https://twitter.com/cryptoprison

ახალი ამბები

სხვა სიახლეები