
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიანთკართან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
12/06/2022 11:38:07 კონფლიქტები
რუსეთის სოაკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარდიანთკარის მიდამოებში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ ამოქმედებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.