Accentnews.ge
"თუ ევროპული საბჭოსა და კომისიის პასუხი რეზოლუციის მსგავსი იქნება, ყველაფერს ფარდა აეხდება"

"თუ ევროპული საბჭოსა და კომისიის პასუხი რეზოლუციის მსგავსი იქნება, ყველაფერს ფარდა აეხდება"

13/06/2022 09:08:03 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შემდეგ პარტიის გენმდივანიც იმეორებს, რომ თუ ევროპული საბჭოსა და კომისიის პასუხი რეზოლუციის მსგავსი იქნება, "ყველაფერს ფარდა აეხდება". ამის შესახებ კახი კალაძემ მზიურის პარკში განაცხადა.

კითხვაზე, „ირაკლი კობახიძე ამბობს, კომისიამ და საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, ძალიან მძიმე რეაქცია დადგება, რას ნიშნავს ეს მძიმე რეაქცია?", კალაძემ შემდეგი განაცხადა:

„ამასთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული განცხადებები. ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება".

მან ვროპარლამენტის რეზოლუციაზე მმართველი გუნდის წევრის კომენტარებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „როდესაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები, ხდება შეურაცხმყოფელი რეზოლუციის მიღება, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი პასუხები“.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S