
აშშ–ში თოვლის საფარმა 45 სანტიმეტრს მიაღწია: „ასეთი რამ არასდროს მომხდარა“
01/10/2019 05:44:49 სხვა, ეს საინტერესოა
აშშ-ში, შტატ მონტანას ზოგიერთ რაიონში რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა, - იუწყება CNN.
ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 29 სექტემბერს გრეიტ-ფოლსში თოვლის საფარის სიმაღლემ 25 სანტიმეტრს მიაღწია.
„ასეთი რამ არასდროს მომხდარა“, - აცხადებენ გრეიტ-ფოლსის მეტეოროლოგიურ სამსახურში.
ჯამში თოვლის საფარის სიმაღლემ 45 სანტიმეტრს მიაღწია. ასეთი მაჩვენებელი ამ ქალაქში მხოლოდ 2009 წელს იყო.
გამოცემის ცნობით, გრეიტ-ფოლსში ტემპერატურა დღეს რეკორდულ მინიმუმამდე დაიწევს.