Accentnews.ge
მოსკოვში დაგეგმილია კონსულტაციები ცხინვალის რეგიონის ანექსიის თაობაზე

მოსკოვში დაგეგმილია კონსულტაციები ცხინვალის რეგიონის ანექსიის თაობაზე

13/06/2022 13:55:40 კონფლიქტები

14 ივნისს მოსკოვში დაგეგმილია კონსულტაციები რუსეთის მიერ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ანექსიის თაობაზე. ოსური დელეგაცია ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის - ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით რუსეთში უკვე გაემგზავრა, - იუწყება გაგლოევის პრეს-სამსახური.

აღსანიშნავია, რომ ალან გაგლოევი რუსეთს 24 მაისის ინაუგურაციის შემდეგ პირველად ეწვევა.

30 მაისს ახალმა დე ფაქტო ლიდერმა "მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე" შეაჩერა მისი წინამორბედის - ანატოლი ბიბილოვის იმ ბრძანებულების მოქმედება, რომელიც "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე უნდა გამართულიყო.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მაშინ რეფერენდუმის გადადების შესახებ გაგლოევის გადაწყვეტილებას "საღი" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S