Accentnews.ge
მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილზე: "ბევრი ნიუანსია, რაც არასათანადო მკურნალობასა და მოპყრობას ადასტურებს"

მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილზე: "ბევრი ნიუანსია, რაც არასათანადო მკურნალობასა და მოპყრობას ადასტურებს"

13/06/2022 14:40:18 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცენტრის "ემპათია" ექიმებმა მოინახულეს. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "ბევრი ნიუანსია, რაც არასათანადო მკურნალობასა და მოპყრობას ადასტურებს".

მისი თქმით, კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არ არის.

"დღეს ჩატარდა დამატებითი კვლევები, დამატებითი ექსპერტი იყო ჩართული. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემიძლია, იგივე ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არაა ამის გამოცდილება. ეს დაადასტურა შიგნით არაადეკვატურმა მკურნალობამ. არაა გამორიცხული, მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას ტრავმული დაზიანება კისრის მიდამოში და ეს შედეგები ასახულია MRT კვლევაზე და იქ ბევრი ნიუანსია, რაც ადასტურებს იმას, რომ მკურნალობა, მართვა და მოპყრობა ადამიანის მიმართ იყო არასათანადო", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცენტრ ,,ემპათიას" ხელმძღვანელმა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვერ დააკონკრეტებს ზუსტ თარიღს, თუმცა მისი თქმით, დასკვნა მულტიპროფილური იქნება, რადგან ექსპერტიზაში გერმანელი ექიმიც ჩაერთო.

"ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაიდება დასკვნა, რადგან თქვენ იცით, რომ ექიმი გერმანიიდანაცაა ჩართული და მის მოსაზრებებსაც ველოდებით. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მულტიპროფილური ექსპერტიზის დასკვნა იქნება",- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S