Accentnews.ge
აფხაზეთში პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვთ

აფხაზეთში პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვთ

13/06/2022 15:27:32 კონფლიქტები

აფხაზეთის ე.წ. ელჩი სირიაში ბაგრატ კუტაბა პალესტინის დიპწარმომადგენელს დამასკოში სამირ ალ-რიფაის შეხვდა, - იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

«დიპწარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივები. სირიაში პალესტინის ელჩმა ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცების იმედი გამოთქვა" - ნათქვამია განცხადებაში.

გასულ კვირას ხუტაბამ განაცხადა, რომ იემენმა აფხაზეთს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა. ეს დაადასტურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც, თუმცა იქვე იემენში "არსებულ სირთულეებზე" მიუთითა.

«ჩვენ ვივლით საერთაშორისო აღიარების გზით. მადლობა იემენს დიალოგისთვის. ამ ქვეყანაში, როგორც ცნობილია, სირთულეებია. შევთანხმდით, მოვიცადოთ, სანამ ფორმირდება ბაზა დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად», – განაცხადა არძინბამ.

მსოფლიოს ყველა ქვეყანა რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიის გარდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S