
პირი, რომელმაც მცხეთაში, რესტორანთან რამდენჯერმე გაისროლა, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს
14/06/2022 14:51:30 სამართალი
კოტე ნატროშვილს, რომელმაც 7 ივნისს მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლთან“ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობა – გირაო სწორედ სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა იარაღი 7 ივნისს რესტორან მარანი ჰოლის ეზოში შეიძინა. ნატროშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა) წარედგინა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 ივნისს, მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლთან, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა.