დღეს სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა
16/06/2022 12:14:19 პოლიტიკა
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს მე-9 გლობალურ ფორუმის მონაწილეა. ამ ფორმის თემაა "საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის".
დღეს 19:00 საათზე თბილისში, ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერი აქცია იმართება. სალომე ზურაბიშვილი აქციას დაესწრება.
ამავე თემაზე: ვინ მიიღებს/არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში.


