Accentnews.ge
დღეს ადიგენის ცენტრალურ პარკში ნარდის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა

დღეს ადიგენის ცენტრალურ პარკში ნარდის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა

16/06/2022 18:28:08 რეგიონები, რეკლამა

დღეს ადიგენის ცენტრალურ პარკში ნარდის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

,,მუნიციპალიტეტის პირველობაზე“ ტურნირში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს (18 წლის ზემოთ) შეეძლო.

შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა, საინტერესო თამაშის შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: I- ადგილი - ლევან საგინაძე; II - ადგილი - გოჩა იაკობაძე;

პირველ და მეორე ადგილზე გასულ, გამარჯვებულებს ადიგენის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზურა ბეთხოშვილმა მედლები, ნარდები და თასი გადასცა. ხოლო, ყველაზე ასაკოვან მონაწილეს ბონდო ბუიღლიშვილს - მერიისაგან სიმბოლური საჩუქარი - ნარდი გადაეცა.

ღონისძიებას ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S