
მოსკოვი ცხინვალსა და სოხუმს შვიდ მილიარდ რუბლს გამოუყოფს
01/10/2019 14:40:01 კონფლიქტები
რუსეთის 2020-2022 წწ ფედერალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დღეს განსახილვეად სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა, ცხინვალისა და სოხუმის დასახმარებლად ჯამში შვიდ მლრდ რუბლის გამოყოფას ითვალისწინებს.
კერძოდ, რუსეთი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დასახმარებლად 2020 წელს - 1,5 მლრდ, 2021 - 1,7 მლრდ, 2022 წელს - 163 მლნ. რუბლის გამოყოფას გეგმავს.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რუსეთი მისთვის 2020 წელს - 1,7 მლრდ, 2021 წელს - 1,9 მლრდ, ხოლო 2022 წელს - 249 მლნ რუბლის გამოყოფას აპირებს.