
ჩხოროწყუში სავარაუდოდ, ბანკომატის გაქურდვისას საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს
17/06/2022 08:39:53 სამართალი
სამეგრელოში, ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. შემთხვევა სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც ცენტრთან ახლოს მდებარე ბანკომატის გაქურდვა სცადეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.