ევროკომისიის რეკომენდაცია – უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

17-06-2022 14:16:02 პოლიტიკა

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

ევროკომისიის გადაწყვეტილების თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

  • ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
  • კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები