Accentnews.ge
„ევროკავშირი სწორი მიმართულებით ჩვენს ნებისმიერ ინერციას ლოიალურად შეაფასებს, ამიტომ ნებისმიერი საბაბის მომიზეზება გაუმართლებელია“

„ევროკავშირი სწორი მიმართულებით ჩვენს ნებისმიერ ინერციას ლოიალურად შეაფასებს, ამიტომ ნებისმიერი საბაბის მომიზეზება გაუმართლებელია“

17/06/2022 11:31:20 კომენტარი

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია ევროპული საბჭოსგან საქართველოს კონტექსტში ევროკომისიის რეკომენდაციების ცვლილებას არ ელის, რომელიც ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატობის მინიჭებად 2022 წლის ბოლომდე კონკრეტული დათქმების შემოწმების პერსპექტივით.

„დასკვნის შეცვლა პოტენციურად შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი“,– აღნიშნავს აკობია თემის კომენტირებისას.

აკობიას არც კომისიის დასკვნაში მითითებული კონკრეტული პირობების მმართველი გუნდის მხრიდან შესრულების კუთხით აქვს პოზიტიური მოლოდინი:

„სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არაა. ყველა პუნქტი, რომელიც ევროკომისიის დასკვნაში დაფიქსირდა, ჩვენთვის უცხო არაა – წლებია, ამ საკითხებზე მიდის საუბარი. რომ ყოფილიყო საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გვქონოდა, დღეს ეს პუნქტები საქართველოსთან მიმართებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგებოდა და დღეს უპირობო კანდიდატობას მოგვანიჭებდნენ. აუცილებელია, გონს მოეგოს პოლიტიკური ელიტა, არ ითამაშონ ჩვენი შვილების და ამ ქვეყნის ევროპული მომავლით, დაფიქრდნენ იმ გონივრულ რეკომენდაციებზე, რომლებიც კომისიისგან მივიღეთ და რეალურად გადადგან ნაბიჯები დემოკრატიის ასაშენებლად. პუნქტები ძალიან კონკრეტულია და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური გუნდისთვის აბსოლუტურად დაძლევადია დეკემბრამდე ყველა პუნქტის გათვალისწინებით პროგრესის ჩვენება. ნების შემთხვევაში შესაძლებელია, წავიდეთ ამ მიმართულებით. ვხედავთ, როგორი ლოიალურია ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს მიმართ. მან დღეს საქართველოს პოტენციური კანდიდატობა მისცა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ნებისმიერ ინერციას სწორი მიმართულებით, ის ადეკვატურად და ლოიალურად შეაფასებს. ამიტომ, ამ დროს ნებისმიერი საბაბის მომიზეზება არაფრით არ იქნება გამართლებული ამ ქვეყნის მომავლის წინაშე. ერთადერთი, რაც ახლა გვჭირდება, არის სწორი პოლიტიკური გზავნილები და ძალიან აქტიური ქმედება, რომ ქვეყანა ბოლოს და ბოლოს გადავიდეს ევროპულ პირობებზე“,– განაცხადა აკობიამ.

რაც შეეხება გადასადგმელ ნაბიჯებს, აკობია მიგვითითებს, რომ კომისიის დასკვნის პირველივე პუნქტში საუბარია სრულად ფუნქციონირებად ინსტიტუტებზე, ანგარიშვალდებულებებზე, პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობაზე და შემდეგ ყველაზე მსხვილი პუნქტი ეთმობა მართლმსაჯულებას:

„ანუ დემოკრატიის საყრდენებს ჩვენს ქვეყანაში შველა სჭირდება, გამართვა და ამაზეა კომისიის დასკვნა აგებული“.

იხილეთ ასევე: ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S