Accentnews.ge
მეზვრიშვილი – ხელისუფლებას: "თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმებზე"

მეზვრიშვილი – ხელისუფლებას: "თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმებზე"

17/06/2022 15:54:04 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა სურს, ევროკომისიის დასკვნაში დასახელებული ყველა პრობლემა აღიაროს და 24 ივნისამდე რეფორმების გატარების ვალდებულება აიღოს.

„თუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, დაუყოვნებლივ გამოდით და აღიარეთ, რომ დიახ, ქვეყანას ოლიგარქი მართავს და ამიტომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია; დიახ, არსებობს ყველა ის პრობლემა, რაც დასკვნაშია. ამ აღიარების შემდეგ დაუყოვნებლივ, 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს კომისიის მოთხოვნებს“, – განაცხადა პარტიის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს შემთხვევაში კი კომისიის რეკომენდაციაა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.

იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის

როგორ ესმით „ქართულ ოცნებაში“ დეოლიგარქიზაცია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S