Accentnews.ge
შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა

შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა

18/06/2022 11:52:12 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა.

"თქვენ იცით, რომ მომხმარებელთა გრძელი სია გვაქვს, რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში ელოდებიან იარაღის მიღებას". - თქვა შოლცმა გამოცემა dpa-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მძიმე იარაღის უკრაინისთვის მიწოდება მას შემდეგ განხორციელდება, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაბამის სამხედრო წვრთნებს გაივლიან, რადგან "წვრთნის გარეშე ამ იარაღს ვერ გამოიყენებენ":

"ჩვენ უკრაინას ანტიბალისტიკურ სისტემას მივაწოდებთ, რომელსაც ოდესის ან კიევის გადარჩენა შეუძლია. ასევე, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება გადავწყვიტეთ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S